საგარეჯოში აქციის მონაწილებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გარკვეული შეთანხმებით დასრულდა

726

წინა სტატია

საგარეჯოში, აქციის მონაწილებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. მხარეები თითქმის ერთი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ პრობლემაზე. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგნელებს მოუწოდეს, უახლოეს პერიოდში პრობლემა მოაგვარონ და წართმეული მიწები დაუბრუნონ. მოსახლეობამ დაპირება მიიღო, რომ საპარტნიო ფონდის წარმომადგენლები მათ შეხვდებიან და ყველა საკითხს განიხილავენ.

მანამდე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ირაკლი შიოშვილმა განმარტა, რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულები სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა და მათ წლების განმავლობაში მიტაცებული ჰქონდათ, რაზეც ადგილობრივებსა და ხელისუფლების წარმომადგებლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება პოლიციამ განმუხტა.

მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება და ხელისუფლებასთან საუბარი სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.