თბილისში ნესტან-დარეჯანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთს აწესრიგებენ

459

საბურთალოს რაიონში, ნესტანდარეჯანისა და ვაჟაფშაველას ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთის მოწესრიგება მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.

ასევე, ნიკო ბურისა და ნესტანდარეჯანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც უკვე დასრულდა ასფალტის  საფარის პირველი ფენის დაგება. 

პროექტის ფარგლებში, ჯამში, 2 840 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

“აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ ენდ ლ“ აწარმოებს. პროექტების განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ გამგეობაში.