გორის მერიამ ინდივიდუალურ მეწარმეებს უჩივლა

410

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებმაც დასუფთავების გადასახადი არ გადაიხადეს, სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მოსარჩელე ითხოვს 4 ინდივიდუალურ მეწარმეს დაეკისროს დასახელებული ტერიტორიების დასუფთავების გადასახადის დავალიანება. სარჩელს თან ერთვის: გორის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვები, ფოტოსურათები, საგადახდო მოთხოვნა, რწმუნება”, – ირკვევა სასამართლოს მასალებიდან.

2 შემთხვევაში მოპასუხე ინდ. მეწარმეები სასამართლოში არ გამოცხადდნენ და მათ საჯარო შეტყობინების გზით, ეცნობათ სარჩელის შესახებ.

სასამართლო სხდომა აღნიშნულ საკითხზე 17 მარტს არის დაგეგმილი.