გორში ეთნოგრაფიულ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

510

გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 240 650 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერი გორის მერიამ უკვე გამოაცხადა.

“ადგილებში შეინიშნება შიფერის დაზიანება. გამოსაცვლელია საწვიმარი მილები და ძაბრები. შენობის ფასადებზე შეინიშნება დაზიანებები. ასევე დაზიანებულია დეკორეტიული კარნიზები ფანჯრების ირგვლივ და ხის დეკორატიულ კარნიზი შენობის ირგვლივ. ასევე ამორტიზირებულია ხის ფანჯრები პირველ და მეორე სართულზე”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

როგორც ცნობილია, ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, ლითონის სვეტებზე მეტალოკრამიტის გადახურვით.