ხარაგაულში მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს

836

ხარაგაულში მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მთელს ტერიტორიაზე მოხდება მუნიციპალური ქონების აღწერა, დასურათება, რეგისტრაცია და სპეციალურ პროგრამაში განთავსება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის განცხადებით, ქონების ინვენტარიზაცია შრომატევადი პროცესია და ის მარტის ბოლოსთვის დასრულდება.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა. მუნიციპალური ქონების აღწერა ასე სიზუსტით აქამდე არასდროს განხორციელებულა. ჩვენ გვექნება სპეციალური პროგრამა, სადაც დარეგისტრირდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ყველა ნივთი, რომლებიც ასევე იქნება დასურათებული,”- განაცხადა ჯაბა ბერაძემ.

ინვენტარიზაციას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია(სათეფა) ახორციელებს.