სამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა

559

სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა. ქვემო სამგორში, ქინძმარაულის ქუჩის მეორე შესახვევში, N9 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე და სტადიონი მოეწყო.

გამგეობის ინფორმაციით, სკვერში კაუჩუკისსაფარიან ზედაპირზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, ტერიტორიაზე კი სკამები და ურნები განთავსდა. ასევე, ჩატარდა ჰიდროთესვის სამუშაოები, ხოლო საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერის გარშემო კი დამცავი მოაჯირია მოწყობილი

სკვერში მოეწყო 400 კვ. ფართობის ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, რომელიც შშმ პირთათვის ადაპტირებულია. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა და მაყურებელთათვის ტრიბუნა

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 149 560 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.