სოხუმის რეჟიმი საოკუპაციო ხაზის “უკანონო კვეთისთვის” დაკავების სტატისტიკას აქვეყნებს

679

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის “უკანონოდ კვეთისთვის” 2019 წელს 140 ადამიანი დააკავეს, რაც ორჯერ ნაკლებია 2018 წლის მონაცემებზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” ვებგვერდი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე “საზღვრის უკანონოდ კვეთის” ბრალდებით 7 მოქალაქის მიმართ აღიძრა, ერთი – ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 100-ს  ჯარიმა შეეფარდა, 8 ადამიანი კი “რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევეს”.

ვაბგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დანარჩენი “დამრღვევების” მიმართ პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდა. გარდა ამისა, “მესაზღვრეებმა” თამბაქოს პროდუქციის ე.წ. საზღვარზე უკანონოდ გადატანის 13 ფაქტი აღკვეთეს.