ზუგდიდში დადიანების მუზეუმი დროებით დაიხურა

496
დადიანების სასახლე

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დაიხურა. მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუზეუმი დროებით, 16 მარტამდე დაიხურა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„მუზეუმი დამთვალიერებისთვის დაიხურა, ადმინისტრაცია მუშაობს, რადგან დღეიდან ვიწყებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. მუზეუმის დროებით დახურვა კულტურის სამინისტროს რეკომენდაცია იყო, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს, რომ უზრუნველყო სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარება“, -განაცხადა ლილი ბერაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული.