გახარიას განცხადებით, ე.წ. მთის კანონში ცვლილებები შედის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიანი სოფლებისთვის

1077

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. მთის კანონში ცვლილებები შედის, რითაც მთავრობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, კანონი შეეხება 58 სოფელს და საქართველოს დაახლოებით, 25 ათას მოქალაქეს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიღმა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქების სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ამ კანონის ძირითადი მიზანი. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ და დარწმუნებული ვართ ეს იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა გახარიამ.