ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა ახალი პლატფორმა შექმნეს

626

პოდკასტერი – ახალგაზრდული პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს 12-18 წლის ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას თვითმმართველობის ცხოვრებაში. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

ახალგაზრდების თქმით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების და ხელისუფლების ფოკუსირებას საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე, განვითარდეს სამოქალაქო აქტივიზმი, მოხდეს ინტერნეტ კომუნიკაციის არხების ეფექტური ათვისება.

პროექტის ავტორთა განმარტებით, საკითხები რომლებიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ამის გათვალისწინებით ლაგოდეხის ახალგაზრდობამ პროექტი „პოდკასტერი“ წამოიწყო, რაც გულისხმობს აუდიო ბლოგების/პოდკასტების მომზადებას წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე.

მათი თქმით, პოდკასტის“ ჩაწერა ძალიან მარტივია და შესაძლებელია სმარტფონის Vოიცე რეცორდერ-ის (ხმის ჩამწერი) საშუალებით, რაც ნებისმიერ მსურველს, სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლია. ჩაწერილი „პოდკასტები“ იტვირთება სპეციალურად ლაგოდეხელი ,,პოდკასტერებისთვის“ შექმნილ შOUNDჩLOUD პლატფორმაზე, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ვრცელდება.

,,პოდკასტერის“ ფარგლებში თემატიკა შეუზღუდავია, თუმცა საორიენტაციოდ, პროექტის ავტორებმა თანატოლებს რამდენიმე სამუშაო თემა შესთავაზეს, რომელთა შორისაა: ახალგაზრდა მეწარმეები – მათი პრობლემები და წარმატებები, მოხალისეობა და მოხალისეობრივი კულტურა ლაგოდეხში, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, გაიცანი ჩემი სოფელი და სხვა.

პოსდკასტერები უკვე ორ თვეზე მეტია რაც აქტიურად ქმნიან პოდკასტებს, რომელიც თავსდება სპეციალურად შექმნილ შOUNDჩLOUD არხზე და ფეისბუქ გვერდზე Pოდცასტერ / პოდკასტერი, სადაც დღეისათვის 20-მდე პოდკასტია განთავსებული. პროექტის წარმატებას ადასტურებს პოდკასტების მსმენელთა სიმრავლე, მიუხედავად მისი ორთვიანი არსებობისა.

პროექტ „პოდკასტერის“ განხორცილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გურამ მაჭარაშვილი და მისი ბიურო. დეპუტატის განცხადებით, ახალგაზრდების ეს წამოწყება უპრეცედენტოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

„მივესალმები და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალგაზრდების ამ ინოვაციურ წამოწყებას. სამაგალითო აქტიურობაა ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდების მხრიდან, რაც ხელს უწყობს აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას. სამოქალაქო აქტივიზმი და თვითმმართველობებში ახალგაზრდა თაობის ჩართულობა არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მათ უნდა ქონდეთ რწმენა და განცდა იმისა, რომ შექმნან უკეთესი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთნონ თვითმმართველობის ცხოვრებაში და მიღებული ცოდნა და განათლება მოახმარონ თავიანთ მუნიციპალიტეტს“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ახალგაზრდებმა პროექტს თავისი ჰეშთეგიც შეურჩიეს – #შენიხმაისმის.