თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა

89

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი მუშაობას 17 მარტიდან განაახლებენ.

“კორონავირუსის ინფექციის (ჩOVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას წყვეტს მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით”, – განაცხადეს თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, მუზეუმში კორონა ვირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.