სათამაშო ბიზნესიდან გორის მერიამ შემოსავლის სახით 295 000 ლარზე მეტი მიიღო

569

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 2019 წელს 292 200 ლარი შევიდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ამ მოსაკრებელს გასულ წელს მერიაში გეგმის მიხედვით, 230 ათასი ლარის ოდენობით ელოდნენ, თუმცა როგორც შესრულების ანგარიშში წერია, მიღებულმა შემოსავალმა გეგმას 28%-ით გადააჭარბა და სათამაშო ბიზნესიდან მიღებულმა სარგებელმა დამატებით 65 200 ლარი შეადგინა.

ადგილობრივ სათამაშო ბიზნესიდან ბოლო წლებში მიღებული შემოსავალი ყოველ წელს მცირდება.

თუ 2016 წელს აღნიშნული ბიზნესიდან გორის მუნიციპალიტეტმა 676 000 ლარი მიიღო, 2017 წლისთვის თანხა 574 000 ლარამდე შემცირდა. 2018 წლისთვის კი სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 350 ათასი ლარით განისაზღვრა.