გორის მუნიციპალიტეტის მერიას სურს, ხიდის მოწყობის მიზნით, მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადასცეს

77

გორის მუნიციპალიტეტის მერიას სურს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადასცეს. აღნიშნულის შესახებ, თხოვნით უწყებამ საკრებულოს უკვე მიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფოს შინდისის გზატკეცილზე არსებულ ფართს გადასცემს.

“მერიის ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოსთვის კომბინატისა და წმინდა წყლის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობისა და გზის ჩამოყალიბებისთვის”,- ეუბნება გორის მერია საკრებულოს.

აღნიშნულ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.