გლდანში ხერგიანისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის საფარს აწესრიგებენ

539

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე და მაისურაძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ხორციელდება.

გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ხერგიანის ქუჩაზე, დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 195 665 ლარია გათვალისწინებული.

მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე კი საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 4 422 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებისთვის 281 591 ლარია გათვალისწინებული.