არჩილ თალაკვაძე: “ვეტოურთიერთობის” მიუხედავად, პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განვიხილავთ

741

მიუხედავად იმისა, რომ “ვეტოურთიერთობა” არ არის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმა, პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განვიხილავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ჩვენ ვიმუშავეთ და მივიღეთ ეს კანონები. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ იმუშავა და ვეტო დაადო ამ კანონებს. პრეზიდენტმა იცის, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტს შეუძლია, თუმცა, ალბათ ელის, რომ მის მოსაზრებებს გავეცნობით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ “ვეტოურთიერთობა” არ არის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმა, მის შენიშვნებს პარლამენტში ყურადღებით განვიხილავთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.

წყარო: ინტრეპრესნიუსი