ზუგდიდის მერიამ სარეკლამო მასალების გასაშუქებლად 35 ათას ლარი გამოყო

360

ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაშუქების და საინფორმაციო ვებგვერდებზე განთავსების მომსახურებაზე. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სიახლეების და ანონსების განთავსება, არანაკლებ ცხრა საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 ათასი ლარია.

მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საინფორმაციო სააგენტობის მიერ განსახორციელებელი მომსახურების მინიმალური ტექნიკური პირობებია:

1) საანგარიშო პერიოდში განსაზღვრულია ინფორმაციების განთავსება მთავარ და თემატურ გვერდებზე შეუზღუდავი რაოდენობით. ასევე, მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელება – არანაკლებ 8 აქტივობა თვეში. არანაკლებ სამი სტატიის მომზადება და გამოქვეყნება თვეში. არანაკლებ ხუთი ახალი ამბავი თვეში. ინფორმაციის გამოქვენება მინიმუმ ორი საინფორმაციო პორტალზე.

2) მერიის საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და ანონსების განთავსება, მთავარ და თემატურ გვერდებზე – არანაკლებ 12 აქტივობა თვეში. მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელება ამდენჯერვე თვეში.

3) ინფორმაციისა და ანონსების განთავსება, მთავარ და თემატურ გვერდებზე შეუზღუდავი რაოდენობით. ფოტო და ვიდეო გადაღება და მომზადება მოთხოვნის შესაბამისად. სტატიების მომზადება და გამოქვეყნება მოთხოვნის შესაბამისად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სრული საინფომაციო მხარაჭერის უზრუნველყოფა.

4) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და ანონსების განთავსება, მთავარ და თემატურ გვერდებზე შეუზღუდავი რაოდენობით. მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელება, არანაკლებ 2 აქტივობა თვეში.