ნაძალადევის რაიონში, 30 კორპუსში, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

556
????????????????????????

ნაძალადევის რაიონში, 30 საცხოვრებელ კორპუსში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში ხორციელდება, სადაც 1 800 კვ.მ ფართობზე კორპუსის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. 

სახურავის რეაბილიტაცია 1 100 კვ.მ ფართობზე ასევე, გურამიშვილის გამზირის N35 ვ-ში მიმდინარეობს. ორივე მისამართზე წყალსაწრეტი მილებიც იცვლება. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსებში სახურავები და წყალსაწრეტი მილები ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. პროექტების განხორციელებით, არსებული პრობლემა 68 ოჯახს მოუგვარდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 88 840 ლარი გამოყო.