საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობამ აქცია გამართა

867

შემდეგი სტატია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობამ ფარულად გასხვისებული სოფლის მიწების უკან დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ იჯარით აღებული, 500 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულები საპარტნიორო ფონდს გადაეცა.

“მიწა იჯარით გვქონდა აღებული და ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დაგვპირდნენ, რომ მცირემიწიან მოსახლეობას მიწებს დაუკანონებდნენ. სინამდვილეში კი, ჩვენგან ფარულად, საპარტნიორო ფონდს გადაეცა”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ვალიკო კევლიშვილმა.

აქციის მონაწილეებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსი გილაშვილი შეხვდა.

მისი ინფორმაციით, მიწა საპარტნიორო ფონდს ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა.

“ფონდს მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა და ახლა შესაძლო დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს”, – განაცხადა გილაშვილმა.

პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობა, აქციების გაგრძელებით იმუქრება.