კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

490

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული რეკომენდაცია ფოთის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

უწყების ცნობით, ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ბაგა-ბაღებს, საჯარო და სახელოვნებო სკოლებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ

ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დეზინფეცია თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ჩატარდა.