ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისთვის ფონდი „ქართუ“ მილიარდ ევროს გამოყოფს

798

თბილისში სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. წელს პირველად გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარდგა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. 

როგორც რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, უნივერსიტეტი პირველ ნაკადს 2020 წლის შემოდგომაზე მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150-ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს და სხვა საჭირო სივრცეებს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისთვის ფონდი „ქართუ“ მილიარდ ევროს გაიღებს.