გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, წელს ქუთაისში 10 სკვერი მოეწყობა

492

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ქუთაისის მერიის ცნობით, სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები.

სამუშაოების ღირებულება 485 113 ლარია. სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს და მარტის თვეში დასრულდება.

„ავანგარდის დასახლებაში გასულ წელს დავიწყეთ ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. აქამდე ამ უბანში სკვერი საერთოდ არ გვქონდა. ქალაქის ბევრ უბანში ვაკეთებთ სკვერებს, მათ შორის სულხან -საბას გამზირზე მდებარე ეს სკვერი გამოირჩევა მასშტაბურობით და სულ მალე ამ უბნის მცხოვრებთათვის დასვენების საყვარელ ადგილად იქცევა. მიმდინარე წელს ქუთაისში 10 სკვერი მოეწყობა. ასევე ავანგარდის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მშენებლობა დაიწყება მალე- აქ განთავსდება ქალაქის ახალი მუნიციპალური ავტოპარკი“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.