MAN-ის ავტობუსები N24, N14 და N21 მარშრუტებზე გავიდნენ

1312

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 ივლისიდან N24 მარშრუტს “MAN”-ის მარკის ახალი ავტობუსები ემსახურებიან. N24 გლდანიდან დიღმის მასივის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს. დღეიდან კი, “MAN”-ის ავტობუსების დიდი დიღმის მარშრუტებზე: N14-სა და N21- ზე გაშვება იგეგმება.

N14 დიდი დიღმიდან გაგარინის ქუჩით საბურთალოს უკავშირდება, ვარაზისხევიდან რუსთაველზე უხვევს და მოძრაობას ბარათაშვილის გამზირზე ასრულებს. ხოლო, N21 დიდი დიღმიდან ჯერ დიღმის მასივში გადადის, შემდეგ დიდუბეში, სადაც წერეთლის გამზირზე გაივლის და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე მოძრაობს.

წყარო: ipress.ge