უსუფაშვილი: შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გაიმართა და რაიმე ოფიციალურ შემოთავაზებაზე საუბარი სწორი არ არის

552

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო სოსტემაზე პოზიციების დაახლოების ბოლო მცდელობა მიმდინაროებს.

უსუფაშვილის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე არანაირი ოფიციალური კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.

„ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მცდელობით, ბოლო დღეებში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხების მიღწევა, არის ბოლო მცდელობა საარჩევნო სოსტემაზე პოზიციების დაახლოების. დღეს ბევრ თემაზე იყო საუბარი, აქ არანაირ კონკრეტულ შემოთავაზებასთან  არ გვაქვს საქმე. აქ არის საუბარი იმის თაობაზე, რომ რაც შეიძლება მოიძებნოს ისეთი წერტილი, რომელზეც შეთანხება შესაძლებელი იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ მაჟორიტარულ-პროპორციულს შორის ბალანსს, არამედ სხვა მექანიზმებს, რომელიც ერთი – უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას  და მეორე – უზრუნველყოფს იმას, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად ვერ მართოს პარტია. ამ თემებზე იყო საუბარი.
ბევრ ვერსიაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო არაფორმალურ ვითარებაში. ამიტომ რაიმე ოფიციალურ შემოთავაზებაზე და პასუხზე დღეს საუბარი სწორი არ არის. აქ კონკრეტული შემოთავაზების და მასზე დათანხმება-არ დათანხმების  ფორმატი არ არსებობდა. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეთა შორის ყველაზე უფრო იყო ისეთი განცდა, რომ საჭიროა შეთანხების მიღწევა. ეს განცდა არის წინაპირობა იმისა, რომ შეთანხმება მოხდეს კიდეც, რადგან ხისტი დამოკიდებულებები და პოლიტიკური პოზიციონირებები ყველაზე ნაკლებად იყო ამ შეხვედრაზე. ეს არის პირველ რიგში ჩვენი მეგობრების დამსახურება. სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს ევროკავშირის ელჩის, კარკლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრა გაიმართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ” ახალი ინიციატივა – 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციასთან განაცხადა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კი ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყო.