ორი ვეტო პრეზიდენტისგან – გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს

750

ორი ვეტო ავლაბრის სასახლიდან – პრეზიდენტმა თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. საუბარია “თვითმმართველობის კოდექსში” შემავალ იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, 7 თვითმმართველ ქალაქს 3 წლის წინ მინიჭებული სტატუსი გაუუქმდა, ხოლო “საარჩევნო კოდექსის” ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების წესი იცვლება.