ნაძალადევის რაიონში კორპუსების ამორტიზებული სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება

1258

ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსების დაზიანებული სახურავები ახლით იცვლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა ზესტაფონის ქუჩა N19ა-ში, სადაც 510 კვ.მ ფართობზე ბრტყელი სახურავი რეაბილიტირდა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„აღნიშნულ მისამართზე ძლიერი ქარის დროს დაზიანდა სახურავი, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. მთლიანად შევცვალეთ კორპუსის ამორტიზებული სახურავი. ამ პროექტის განხორციელებით პრობლემა 85 ოჯახს მოუგვარდა. ასევე, მიმდინარე წლის განმავლობაში კორპუსის წინ მდებარე სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ზესტაფონის ქუჩა N19ა-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.