ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიენიჭება​

118

​ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი ენიჭება.

საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე დასახლების (დაბა) გომისმთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონა და შესაბამისი განკარგულება დაამტკიცა. დადებითი დასკვნა წარმოადგინა ინფრასტრუქტურის კომისიამ.

მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს, საქართველოს მთავრობა საბოლოოდ განსაზღვრავს გომისმთისთვის დასახლების, დაბის კატეგორიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში რიგით 30-ე ადმინისტრაციული ერთეული, დაბა გომისმთა იქნება.

კურორტი გომისმთა ზღვის დონიდან 2 500 მ-ზე მდებარეობს. ის გამორჩეულია თავისი უნიკალური ბუნებითა და კლიმატით. კურორტს ყოველწლიურად ასობით ვიზიტორი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ გომისმთასთან დაკავშირებით 2017 წელს განაშენიანების გენერალური გეგმა შემუშავდა, დაგეგმილია გზის სრული რეაბილიტაციაც.