ბათუმის სტადიონი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდება

757

წინა სტატია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება.

სიახლე ისაა, რომ კომპანია „შპს სტადიონის“ ცნობით, ობიექტზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. ამჟამად სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობს და დეტალურ შემოწმებას გადის.

„განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა, სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს. განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლგამძლეა. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა“ – წერის კომპანია „შპს სტადიონის“ გვერდზე.

ამჟამად, ახალ არენაზე ფასადის და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს და ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე. ელექტროტაბლოს და ინდივიდუალური სკამების მონტაჟი კი დასრულდა.