ანა დოლიძე: მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს და ხალხს ავუხსნათ, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას

712

მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება ვეტოს პარლამენტში, მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს და ხალხს ავუხსნათ, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, “ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნის განვითარებისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს, რაც მათთვის მიუღებელია.

“ვეტოს არსი ისაა, რომ უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას და ხალხს გააგებინოს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც დემოკრატიის გაუარესების კუთხით მოჰყვება ამ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება ვეტოს პარლამენტში, მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს და ხალხს ავუხნათ, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას და, შესაბამისად, ეს მიუღებელია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.