ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად 876 ათასი ლარი დაიხარჯება

405

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს სტადიონი, რომელიც ბათუმში ჯერ კიდევ მშენებარე საფეხბურთო სტადიონს წარმოადგენს, ავეჯის შესაძენად ტენდერს აცხადებს.

უწყების მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციიდან ცნობილი ხდება შესაძენი ნივთების ჩამონათვალი და ასევე, საერთო ღირებულებაც. ჯამურად სტადიონისთვის საჭირო ავეჯზე კარადებზე, დივნებზე, მაგიდებზე სულ 876 ათასი ლარი დაიხარჯება.

მოთხოვნაზე წინადადების მიღება 21 მარტს დაიწყება და 26 მარტამდე გაგრძელდება, ხოლო პროდუქციის მიწოდება ტენდერის გაფორმებიდან 90 დღეში უნდა განხორციელდეს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ვადა ხელშეკრულების მიხედვით 2020 წლის ოქტომბერში იწურება. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებს შეესაბამება და 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

სტადიონის მშენებლობის ღირებულება ამ დროისთვის 150 მილიონ ლარს აღემატება, ამასთანავე უცნობია ვის გადაეცემა მართვაში სტადიონი მშენებლობის დასრულების შემდეგ.