გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ჭაბურღილები გაკეთდება

454

ნადარბაზევი, ზერტი, შინდისი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც გორის მერია ჭაბურღილების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

აღსანიშნავია, რომ ზერტში 5 ჭაბურღილი უკვე არის, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, კიდევ ერთის დამატება, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება.

ასევეა შინდისის და ხურვალეთის დევნილთა დასახლების შემთხვევაშიც.

ჯამში, გორის მუნიციპალიტეტის მხოლოდ 47 სოფელშია მოწყობილი ჭაბურღილი.