ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი ბაღებში ჟურნალების გაყიდვას ეხმიანება

66

წინა სტატია

ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი საბავშვო ბაღებში ჟურნალების გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, საბავშვო ბაღებში ჟურნალის შეძენა ნებაყოფლობითია და იმ შემთხვევაში, თუ ბაღის ადმინისტრაცია მშობელს ჟურნალის შეძენას აიძულებს, აცნობონ ცენტრს.

“ჟურნალი „სკოლამდელები“, წლების წინ „ანა ბანას“ სახელწოდებით გამოდიოდა, ვრცელდებოდა საბავშვო ბაღებში და მშობლები მას მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში ყიდულობდნენ. ეს პირობა თავიდანვე იდო ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-სა და ჟურნალის რედაქციასთან გაფორმებულ მემორანდუმში, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალი „სკოლამდელები“ ბაღებში გავრცელდება და მისი შეძენა იქნება მხოლოდ ნებაყოფლობითი.

ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ მშობლების იძულება, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ შეიძინონ ჟურნალი, დაუშვებელია.

ვთხოვთ ყველა მშობელს, დააფიქსირონ აღნიშნული ფაქტი და მოგვმართონ, რაც გახდება ამ ჟურნალთან გაფორმებული მემორანდუმის გაწყვეტის საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში აღმზრდელებმა 6 ლარად ღირებული ჟურნალი ბავშვებს ისე დაურიგეს, რომ მშობელები ინფორმირებულები არ ყოფილან.