თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კორპუსების გამრიცხველიანება მიმდინარეობს

745

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განაცხადეს, თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გრიგოლ მანდარია თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ. პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები“,- განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.