ადიგენის 6 სოფელში ფიტნეს ზონების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

576

ადიგენის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების შეძენა/დამონტაჟებისთვის მერიამ 120 360 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტრენაჟორები სოფელ არალში, ქვემო ენთელში, ლელოვანში, მოხეში, ბენარასა და მლაშეში დამონტაჟდება.

ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წინადადებების მიღება 26 თებერვლიდან დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.