თელავში მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

821

თელავში, მრავალსართულიანი კორპუსების გარე ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარეობს ე.წ. ყადაგორის ბინების გარე ფასადების რეაბილიტაცია. ფასადების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 1.3 მილიონი ლარი. ასევე მიმდინარეობს თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკის გარე ფასადის რეაბილიტაცია.

ჭავჭავაძის ქუჩაზე კი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.