„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ პარკირების საფასურის გაზრდას ითხოვს

624

ბათუმში პარკირების საფასური შესაძლოა გაძვირდეს. შპს „ბათუმის ავტოტრანპორტმა“  მოთხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა და საკითხი მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასმულია. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, ერთი დღის საფასური – 1 ლარის სანაცვლოდ 10 ლარი გახდება, ერთ კვირის ღირებულება –  5-ის ნაცვლად 20 ლარი იქნება, ხოლო პარკირება ერთი წლით 40-ის ნაცვლად 60 ლარი ეღირება.

15 ლარით იზრდება ასევე დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის საფასურიც.

ფასების ზრდის მიუხედავად, კომპანიაში ამბობენ, რომ მკვეთრი ცვლილებები არ განხორციელებულა და ძირითადად ის პაკეტები ძვირდება, რომელიც ტურისტებზეა გათვლილი.