გორის მე-6 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ მერიამ ტენდერი გამოაცხადა

744

გორის მე-6 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბავშვო ბაღის მეორე სართულზე მდებარე სამრეცხაოს, სანიტარულ კვანძსა და დამხმარე ოთახებს გაარემონტებენ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გორის მერიას 43 945 ლარი აქვს გათვალისწინებული.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს.