ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი უძველესი ქვევრი დააზიანეს

686

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ბაღში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამავე ცნობით, დაზიანებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი – ქვევრი.

„სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაეების მხრიდან სხვადასხვა სახის დაზიანებები ფიქსირდება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს მოუარონ, დაიცვან და გაუფრთილდნენ ბოტანიკურ ბაღს“, – აცხადებს ბაღის ადმინისტრაცია. მათივე ცნობით ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იანვარში ბოტანიკურ ბაღში მოქალაქემ გარე განათების 7 ბოძი დააზიანა. მას სასამართლომ 1 წლით თავისუკფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან ეთად დაკავებულს კიდევ ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.