მარნეულის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის მოსახლეობა სასმელ წყალს წყაროდან ეზიდება

771

სასმელი წყლის მოსაპოვებლად მარნეულის რაიონის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის მაცხოვრებლები ყოველდღიურად ამორტიზირებულ გზას გადიან. ისინი მდინარე ალგეთის პირას მდებარე წყაროსთან მიდიან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სოფელი მარნეულიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ სოფელში ნორმალური ინფრასტრუქურა, სასმელი წყალი და გზა არ არის.

ხუტორ-ლეჟბადინი საუკუნეზე მეტია არსებობს. მიუხედავად ამისა, სოფელში სასმელი წყლის ქსელი დღემდე არაა გაყვანილი. მოსახლეობა სასმელ წყალს ან წყაროდან ან მეოზბელი სოფლიდან ეზიდება.

მოსახლეობის თქმით, დღის განმავლობაში სასმელად 20-30 ლიტრ წყალს ზიდავენ. ისინი სხვა საჭიროებებისთვის ჭის წყალს იყენებენ. ამბობებნ, რომ ჭის წყალი დასალევად არ ვარგა.

ნახეთ როგორ ვწვალობ, საედან მომაქვს წყალი. ამ სოფელში ყველას თირკმლის დაავადება აქვს. ყოველდყიურად ვზიდავთ წყალს წყაროდან. ეს დიდი პრობლემაა!“ – გვითხრა ხუტორ-ლეჟბადინელმა ქალმა

„5 ლიტრიანი ჭურჭელი რომ გაივსოს ერთი საათი ლოდინი გვიწევს წყაროსთან. სხვა წყარო არაა, მხოლოდ ესაა, და ეზოებში საერთოდ არ მოდის წყალი,” – ამბობს სოფლის მკვიდრი კაცი.

ხუტორ-ლეჟბადინელები ამბობენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელში შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლი, ბუნებრივი აირისა და გარე განათების პრობლემები დაასახელა. ხმათა უმრავლესობით სოფელში გარე განათების პრობლემის მოგვარება გადაწყდა.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ წელს ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის გაყვანა არ იგეგმება, მაგრამ მომდევნო წლებში სოფლები სრულიად აღიჭურვება სასმელი წყლით და ისინი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.