ავარიული გზა ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში

507

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში მოუწესრიგებელი ინფრსატრუქტურის გამო მანქანებს გადააგილება უჭირთ, ბავშვები სკოლებში ვერ დადიან,  ზოგიერთ სახლამდე ვერ მიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ სოფელი მოსახლეობას გადაადგილება წლებია უჭირს. ადგილობრივთა ინფორმაციით, უამინდობისას გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება, თან იმდენად, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფები პაციენტებამდე დროულად ვერ მიდიან.

ავარიული გზის გამო, ვერც მოსწავლეები დადიან სოფლის სკოლაში, ამიტომ, განათლების მისაღებად მეზობელი სოფლის სკოლაში უწევთ სიარული.

გზის მოწესრიგების მოთხოვნით, ქობულეთის მერიას სოფელი 2013 წლიდან მიმართავს, თუმცა წლების განმავლობაში დაპირების გარდა არაფერი მიუღიათ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობამ სატელევიო კომენტარის გასაკეთებლად დრო ვერ გამონახა.

მერიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ მერი მირიან ქათამაძე შენობაში არ იყო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თავის სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენში ირწმუნებიან, რომ აჭყვისთავში აღნიშნული პრობლემა წლებს არ ითვლის. ორგანიზაციის წარმოამდგენლის თქმით, მდგომარეობას უახლოეს მომავალში შეისწავლიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ავარიული გზით 40-მდე ოჯახი სარგებლობს.