ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ

582

ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადებით ქუთაისის საკრებულოს “ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ მიმართა. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

,,1921 წლის 19 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ბრძოლაში დაიღუპა 19 წლის საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი. იგი ღირსეული, გაბედული, ძლიერი და სამაგალითო ქართველი ქალი იყო. საკრებულოს მივმართე ინციატივით, ქუთაისის რომელიმე ქუჩას მისი სახელი დაერქვას,”- განაცხადა მამუკა მამალაძემ.

99 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა იმსხვერპლეს 19 წლის სტუდენტი, მოწყალების და მარო მაყაშვილი.