გორში მაჟორიტარის ძმისა და შვილის კომპანიებმა ერთ თვეში მილიონ ლარამდე ტენდერი მოიგეს

509

კომპანიებმა “შარამ” და “არქმშენსტუდია 2002”-მა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებულ ტენდერებში წლის დასაწყისშივე გაიმარჯვეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პირველი მათგანი, 784 721 ლარად სოფელ ნადარბაზევში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მეორე კი 144080 ლარად გორში ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, 53 750 ლარად კი გორში ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს. საერთო ჯამში, მაკრახიძის ძმის კომპანია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე 197 830 ლარს მიიღებს.

როგორც ცნობილია აღნიშნული კომპანიები იოსებ მაკრახიძის შვილსა და ძმას ეკუთვნის. რომლებიც სამართავად სხვა პირებზეა გადაცემული. შპს “შარაში” იოსებ მაკრახიძის შვილი, ოფელია მაკრახიძე 33%-იან წილს ფლობს, შპს “არქმშენსტუდია 2002”-ის 100% წლის მიესაკუთრე კი პარლამენტარის ძმა ალექსანდრე მაკრახიძეა, რომელიც პარალელურად გორის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.