თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე შესვლა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

639

თუშეთის დაცული ტერიტორიების სანახავად მსურველებს შესაძლოა საფასურის გადახდა მოუწიოთ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. 

აღნიშნულ საკითხზე „„USAID Zrda“-ს და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივებთან გასაუბრებითა და ჩართულობით, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელი გადასახადის სისტემის მოდელის შემუშავება.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლობით შეხვედრები კვლავ გაიმართება.

მათივე თქმით, დაგეგმილია ასევე შეხვედრა თუშეთის მიმართულებით მოძრავი მძღოლების ჯგუფთან, სადაც უფრო დეტალურად იქნება აღნიშნული საკითხი განხილული.