დადიანების ეზოში მდებარე საპირფარეშო აუქციონზე ხელმეორედ გაიტანეს

584

დადიანების მუზეუმის ეზოში, 38 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საპირფარეშო აუქციონზე ხელმეორედ გაიტანეს, რადგან პირველ ჯერზე არ გაიყიდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

საიჯარო ქირის წლიური საწყისი ფასი 800 ლარია. აუქციონის პირობაა შენობის დანიშნულების შენარჩუნება და სანიტარული ნორმების დაცვა.

უძრავ ქონებას სარგებლობაში, ერთი წლის ვადით გადასცემენ გამარჯვებულს.

საპირფარეშოს რომ აუქციონზე გაიტანდნენ, ამის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის, დეკემბერში გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ეს ტუალეტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

სხდომაზე ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა – მართალია თანხა ცოტაა, მაგრამ ითვალისწინებენ, რომ დატვირთვა სეზონურია. კერძოდ, მეტი მომხმარებელი ამ საპირფარეშოს ზაფხულში ჰყავს.