მედია: ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

674

წინა სტატია

შემდეგი სტატია

უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც ცხინვალის სასურსათო მაღაზიები პროდუქტებისგან ცარიელდება და ცალკეულ პროდუქტებზე დეფიციტია, განსაკუთრებით რძისა და ბავშვთა კვების პროდუქტები. მოსახლეობამ ჯერ კიდევ დარჩენილი რძე, კვერცხი და ბავშვთა კვების პროდუქტების მომარაგება დაიწყო

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დეფაქტო ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს.

როგორც „რესი“ იუწყება, საკვები პროდუქტების კრიზისზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ პრობლემა არ მოგვარდება, კრიზისის საფრთხე რეალური გახდება.