ბორჯომში ორ 12-სართულიან კორპუსში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა

937

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქში  ორ 12-სართულიან კორპუსში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა.  გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სამუშაოები თორის ქუჩა №118 და №120-ში განხორციელდა.  მისივე განმარტებით, ორივე მრავალბინიან შენობაში შეკეთდა როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ლიფტები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამანქანო ნაწილს და სრულად განახლდა კაბინები.

”ლიფტები ავარიული მდგომარეობის გამო წლებია უმოქმედო იყო. სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოსახლეობას უსაფრთხოდ შეეძლებათ ლიფტებით სარგებლობა”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ორივე პროექტისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 27 308 ლარი გამოიყო.  სამუშაოები საბინაო ამხანაგობების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. საფასურის 5%-ს საბინაო ამხანაგობები, ხოლო 95%-ს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.

წელს ადგილობრივი დაფინანსებით გათვალისწინებულია ასევე მესხეთის ქუჩა №105-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის ლიფტების რეაბილიტაციაც.

წყარო: ინტერპრესნიუსი