არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოსკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ

700

არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოსკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ორგანიზაციები თვლიან, რომ ხელისუფლების ინიციატივა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას შეამცირებს. ამასთან, მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა “თვითმმართველობის კოდექსის” მოთხოვნა საკითხის ადგილობრივ მოსახლეობასთან განხილვის შესახებ. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა “თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.