საქართველოში პირველი ტყის განათებები სათაფლიას ტყეში გაკეთდება

1765

პირველად საქართველოში სათაფლიას ტყეში განათებები მოეწყობა. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, განათებები ტყეს ზღაპრულ იერს შესძენს და მეტ ვიზიტორს მიიზიდავს.

“საქართველოში პირველი ტყის განათებები სათაფლიას ტყეში გაკეთდება. ვიზიტორი უფრო დიდხანს შეძლებს დაათვალიეროს სათაფლიას პარკი, ნახოს განსაკუთრებული, ზღაპრული ტყე. ასევე მოხდება მღვიმის განათების მთლიანი რეაბილიტაცია. ეკომეგობრული ტექნოლოგიებით გაკეთება, რათა ვიზიტორისათვის იყოს ლამაზი სანახაობა და განათებებმა არ დააზიანონ ის ბუნებრივი მემკვიდრეობა, რაც სათაფლიას მღვიმეს გააჩნია,”- განაცახადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას დაცული ტერიტორიების მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნიკო თევდორაშვილმა.

გარდა ამისა, სათაფლიას ნაკრძალში იურუილი პარკი განახლდა. დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები.

,,სათაფლია ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიად. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, ერთი დინოზავრების ნაკვალევი და მეორე უნიკალური ტყე და მღვიმე. დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტრულ და ატრაქციულ განახლებებს. დინოზავრები, რომლებიც იყო სათაფლიას პარკში დროთა განმავლობაში ამორტიზირდა და უკვე განახლდა. უფრო მეტი დინოზავრის მაკეტი დაიდგა,”- განაცხადა თევდორაშვილმა.

სათაფლიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის ჯამში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.