დასახლება ბათუმში, სადაც ტროტუარი და პარკირება არ არსებობს

844

ბათუმში, ანაგის ქუჩაზე უკონტროლო მშენებლობები მიმდინარეობს და დარღვეული საზოგადოებრივი სივრცე. ქუჩა ტროტუარის და პარკინგის გარეშეა. მის გამო, რომ ბათუმის მერიამ ფეხით მოსიარულეებზე არ იფიქრა და წინ კერძო ბიზნესის ინტერესი დააყენა, დღეს ქვეითები პრობლემების და საფრთხის წინაშე არიან. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

სიუჯეტში ნათქვამია, რომ ამგვარ დარღვევებში ოპოზიცია კერძო ინტერესებსა და კორუფციულ გარიგებებს ხედავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის მიუხედავდ, მერიასა და კომპანიებს შორის არსებული გარიგებების გამო, კონტროლის მექანიზმი სუსტია.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ახალი სამშენებლო რეგულაციების მიხედვით, ნებართვის გაცემისას, გადაადგილების თავისუფლად უზრუნველყოფის საშუალება გათვალისწინებულია.

ქალაქგეგმარებისა და ურბანული პილიტიკის სამსახურის იურისტის თქმით, მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა შეიზღუდოს მოძრაობის ან გამოყნების კუთხით, ყველა კომპანიისთვის სავალდებულოა.

საკანონმდებლო რეგულაციების  მიუხედავად, ანგისის ჩიხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითებისა და ავტომობილებისთვის გადაადგილება შეფერხებულია. რა დარღვევასთან გვაქვს საქმე და დაინტერესდება თუ არა თვითმართველობის შესაბამისი სამსახურები ამ ქუჩის პრობლემით, ჯერჯერობით უცნობია.