ზუგდიდის სოფელ ერგეტის ბაღმა ფუნქციონირება ადმინისტრაციულ შენობაში დაიწყო

643

წინა სტატია

ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა. ორივე ჯგუფი ბაღის სიახლოვეს, ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. ისინი აქ ბაღის რეკონსტრუქციის დასრულებამდე დარჩებიან. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

“ბაღზე მორგებულად გავაკეთეთ ამ სამი დღის განმავლობაში. შევიყვანეთ სველი წერტილები”, – უთხრა “ლაივპრესს” “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ახლა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც ბაღში სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

ცეცხლი საბავშვო ბაღში 12 თებერვალს გაჩნდა. დაიწვა სახურავი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბავშვები შენობიდან დროულად გამოიყვანეს. ამასთან, მოასწრეს შენობიდან ინვენტარის გამოტანაც.