მამუკა სალუქვაძე: ჩვენი შეთავაზებაა ელიავას ბაზრობის ტერიტორია რეკრეაციული და გამწვანებული ტერიტორიის სტატუსით გვქონდეს

697

ჩვენი შეთავაზებაა ელიავას ბაზრობის ტერიტორია რეკრეაციული და გამწვანებული ტერიტორიის სტატუსით გვქონდეს, – ამის შესახებ  „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის სამომავლო ტერიტორიის განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიამ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ განვითარდება აღნიშნული ტერიტორია.

„ქალაქის სწორი განვითარებისთვის, ჩვენი შეთავაზებაა, ელიავას ბაზრობა გადავიდეს ქალაქის შიგნით ორ ლოკაციაზე. ეს ტერიტორია დაეთმოს გამწვანებას, რეკრეაციას, კავშირებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, დიდუბეში გამოფენასთან, მუშთაიდის ბაღთან“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ. მისივე თქმით, ელიავას ბაზრობის ტერიტორია დაახლოებით 20 ჰექტარს შეადგენს.

წყარო: ინეტრპრესნიუსი